ბუღალტერ- ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი Swiss Capital
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სალაროს და ბანკის ოპერაციების აღრიცხვა;
  • კომპანიაში დადგენილი სტანდარტის მიხედვით ხარჯების, გაცემული სესხის და კონვერტაციების თანხების გადარიცხვა;
  • გაცემული და მიღებული სესხების აღრიცხვა;
  • გზავნილების აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • გასაყიდად გამიზნული ქონების აღრიცხვა;
  • ხარჯების აღრიცხვა;
  • საოპერაციო პროგრამებში მსესხებელების მიერ ჩარიცხული თანხების და მასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების აღრიცხვა;
  • არასაპროცენტო შემოსავლების აღრიცხვა;
  • სალაროების აუდიტი;
  • სხვა დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიწოდება;
  • სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან ფინანსების განხრით;
  • MS Excel ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • სისხარტე მუშაობაში

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „ბუღალტერ-ოპერატორი".