ინტერიერის უმცროსი დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინტერიერის დიზაინერი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქი“-ში ვეძებთ ინტერიერის უმცროს დიზაინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • კომერციული ან საჯარო სივრცეების ინტერიერის და ექსტერიერის პროექტირება;
  • სტილის, მასალებისა და ფერების შერჩევა;
  • Moodboard-ის, ფერის პალიტრის, მასალების და ტექსტურების შერჩევა;
  • დეტალური ნახაზების მომზადება (გეგმარება და განშლები);
  • სივრცითი დაგეგმარება (ზონირება, ფუნქციური დატვირთვა, ავეჯის განლაგება და ა.შ.);
  • სამშენებლო/სარემონტო ჯგუფის ტექნიკური მხარდაჭერა დიზაინის რეალიზაციის პროცესში;
  • თანამედროვე დიზაინის ტენდენციების გაცნობა და ინტეგრაცია პროექტებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მინ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია 3d Max, Photoshop, Archicad ის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • აუცილებელია ინგლისური B2 დონეზე ცოდნა;
  • კრეატიულობა და ინოვაციური ხედვა.

სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025  წლის 25 ივლისის  ჩათვლით: 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე