კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ ინტერიერის უმცროს დიზაინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- კომერციული ან საჯარო სივრცეების ინტერიერის და ექსტერიერის პროექტირება;
- სტილის, მასალებისა და ფერების შერჩევა;
- Moodboard-ის, ფერის პალიტრის, მასალების და ტექსტურების შერჩევა;
- დეტალური ნახაზების მომზადება (გეგმარება და განშლები);
- სივრცითი დაგეგმარება (ზონირება, ფუნქციური დატვირთვა, ავეჯის განლაგება და ა.შ.);
- სამშენებლო/სარემონტო ჯგუფის ტექნიკური მხარდაჭერა დიზაინის რეალიზაციის პროცესში;
- თანამედროვე დიზაინის ტენდენციების გაცნობა და ინტეგრაცია პროექტებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მინ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია 3d Max, Photoshop, Archicad ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური B2 დონეზე ცოდნა;
- კრეატიულობა და ინოვაციური ხედვა.
სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.