კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი პროფილის სახლი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 1700
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია "პროფილის სახლი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე

მისამართი: ქალაქი თბილისი, ელიავას სავაჭრო ტერიტორია, სანაპიროდან 1 რიგი, მაღაზია 12, კოსმონავტების 25

მაღაზიაში ხდება ემდეეფის, პლასტმასის პლინტუსებისა და პროფილების რეალიზება.

გვესაჭიროება თანამშრომელი, რომელიც შემოუერთდება "პროფილის სახლის" საიმედო ჯგუფს!

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00
ანაზღაურება თვეში: 1500-1700 ლარი (ხელზე)

პირობების და დასვენების დღეების შეთანხმება ხდება მენეჯერთან, შრომითი უფლებების კოდექსის გათვალისწინებით.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სანდო გარემოს;
  • პატივისცემაზე აგებულ ურთიერთობებს.

მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღება და განლაგება;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის რეალიზაცია;
  • მომხმარებლების თავაზიანი და სწრაფი მომსახურება;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვა;
  • ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
  • გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმება;
  • გაყიდული ნივთის გატარება;
  • ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი.

მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პატიოსნების მაღალი კომპეტენცია;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: contact@profili.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 336 344 ან +995 555 45 97 58

პროფილის სახლის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებსაიტზე: https://profili.ge.