„შატო მუხრანი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობის მენეჯერი/ტექნიკური სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:- ღონისძიებაზე პასუხისმგებელი მენეჯერების მიერ მიცემული დავალებების/ღონისძიების გეგმის შესრულება, ინდივიდუალურად ან დამხმარე ჯგუფთან ერთად; ღონისძიების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, ღონისძიების ინსტალაცია/დეისტანლაცია საღონისძიებო ინვენტარით, ღონისძიების მენეჯერის ზედამხედველობით.
- ღონისძიებების აწყობა, ინვენტარით უზრუნველყოფა: მაგიდა, სკამები, საღონისძიებო სცენა, ბილიკები, ტენტები და სხვა.
- დამხმარე ჯგუფის, მუშების გამოძახება, ზედამხედველობა და მართვა
- საღონისძიებო სივრცეების და საღონისძიებო ინვენტარის, დანადგარების გამართულობის მონიტორინგი;
- ნებისმიერი გაუმართაობის ან/და ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელებთან და ტექნიკური ჯგუფის ინფორმირება;
- განყოფილების მიერ ჩაბარებული მანქანის მართვა, ინვენტარის ტრანსპორტირება და მოვლა/პატრონობა;
- ტექნიკური სამუშაოების - ინვენტარის შეკეთების/აღდგენის მონიტორინგი
- ტურიზმისა საღონისძიებო საწყობის ზედამხედველობა, მონიტორინგი;
- საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარება, ინვენტარის აღწერა და აღრიცხვა;
- ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელებთან.
კვალიფიკაცია და უნარები:- განათლება - საშუალო
- მართვის მოწმობა - B, C ტიპის (ჩაითვლება უპირატესობად)
- ხელოსნად მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი, საკითხებში ბოლომდე ჩამწვდომი
- შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ელემენტარული ნორმების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
- ადამიანის რესურსის და დროის მართვა
რას გთავაზობთ:- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსები
- ტრანსპორტირება / საწვავით უზრუნველყოფა
- სამედიცინო დაზღვევა
- კვება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mukhrani.com არაუგვიანეს 2025 wlis 1 აგვისტომდე. გთხოვთ, საგნის ველი (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: საწყობის მენეჯერი / ტექნიკური სპეციალისტიწარმატებას გისურვებთ!