ბრენდ მენეჯერის ასისტენტი

საქართველოს მაშტაბით სრული განაკვეთი სადისტრიბუციო კომპანია შაბა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი
სადისტრიბუციო კომპანია ,"შაბა"-ს  ესაჭიროება კადრები ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ბრენდ-მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე საქართველოს მასშტაბით. 
 
 ძირითადი მოვალეობები: 
  • ბრენდის განვითარების სტრატეგიის შექმნა 
  • ბრენდის სამოქმედო გეგმის, მარკეტინგული აქტივობებისა და ბიუჯეტის ფორმირება, 
  • კონკურენტი ბრენდების ანალიზი და მიმდინარე ბრენდის პოტენციალის განსაზღვრა, 
  • სამომხმარებლო ბაზრის კვლევა, ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, საბაზრო პოტენციალის განსაზღვრა, 
  • ბრენდის საფასო სტრატეგიის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება, 
  • მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება, 
  • BTL აქციების მოფიქრება, ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, 
  • ბრენდის ყოველთვიური ანალიზი და მონიტორინგი, 
  • პრისეილერების, პრომოუტერების, მერჩენდაიზერებისა და პარტნიორი კომპანიების კონსულტანტების დატრენინგენა. მათთვის, ბრენდზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. 

მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით, 
  • ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად საუბრის და წერა-კითხვის უნარი, 
  • ბიუჯეტის მართვის გამოცდილება, 
  • კრეატიულად აზროვნების უნარი, 
  • კარგი წერითი და მეტყველების უნარი, 
  •   კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი, 
  • ანალიტიკურად აზროვნების უნარი, 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office: Word, Excel, Powerpoint, Outlook). 
  • ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი. 
 
კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: vacancy@shaba.ge