ხარჯების აღრიცხვის ოპერატორი/დოკუმენტ კოტროლერი

თბილისი სრული განაკვეთი ელემენტ ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
„ელემენტ ჰოლდინგი” სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.
შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს.
მსგავსი კომპლექსურობით, „ელემენტ ჰოლდინგი” საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა.
„ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.elementholding.ge

ელემენტ ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ხარჯების აღრიცხვის ოპერატორი/დოკუმენტ კოტროლერის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • საქონლისა და მომსახურების შეძენის ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში და შესაბამისი ანგარიშების კონტროლი;
  • სამივლინებო დოკუმენტაციების მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება და მონიტორინგი;
  • მიმდინარე ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
  • კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი;
  • ხელფასის უწყისის დარიცხვა , გატარება შესაბამის პროგრამაში ;
  • მარაგების/დაუმთავრებელი ხარჯების ჩამოწერა;
  • დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამა " FMG "-ში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • შედეგზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ ჰოლდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ჰოლდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!