პრისელერი

თბილისი სრული განაკვეთი Bellezza Holding
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი
"Bellezza Holding" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

"Bellezza Holding" არის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ახორციელებს თავის მოვლის საშუალებების იმპორტსა და დისტრიბუციას. კომპანია ექსკლუზიური პარტნიორია ისეთი საერთაშორისო ბრენდების როგორებიცაა: MAXXelle, EVOQUE, BANDIDO, OSTWINT, ASSE, REMONT, RNS, AREV.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00)
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული + გაყიდვების %

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
  • პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთების ფორმირება სილამაზის სალონებში;
  • კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
  • სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის ყოველთვიური გეგმის შესრულება;
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი და ანალიზი;
  • ობიექტების პერსონალის მონაცემთა ბაზის შექმნა (სახელი, გვარი, საკონტაქტო, დაბადების დღე და ა.შ.)
  • შესრულებული სამუშაოს დღიური რეპორტინგი;

აუცილებელი მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
  • პრისელერად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი უნარები:
  • მიზანდასახული;
  • კომუნიკაბელური;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • პუნქტუალური;

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@bellezza.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "პრისელერი". დამატებით შეგიძლიათ დარეკოთ +995 322185151
გისურვებთ წარმატებას!