მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი პრესტიჟ ლუქსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი
ესთეტიკური ცენტრი "პრესტიჟ ლუქსი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
  • პერსონალის სამუშაო პროცესების კოორდინაცია
  • ვიზიტების დაჯავშნა და გრაფიკების კონტროლი;
  • კლიენტის მიღება, კონსულტაცია და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
  • სალაროს მართვა და ანგარიშგება;
  • მარაგების აღრიცხვა და შეკვეთების განხორციელება;
  • კომუნიკაცია პარტნიორებთან და მომწოდებლებთან;
  • ცენტრის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
  • მასალებისა და ინვენტარის ინვენტარიზაცია;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
  • მეილზე და სოციალურ ქსელში მოსულ კითხვებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება;
  • ხელმძღვანელობისგან მოცემული დავალებების შესრულება;
  • გაყიდვებზე მუშაობა;
  • მარკეტინგული ღონისძიებების განსაზღვრა და ორგანიზება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნესის ან სამედიცინო სფეროში);
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • გამართული ქართულისა და სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა.

აუცილებელი თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა.

სამუშაო პირობები:
კვირაში 6 დღე, მოქნილი გრაფიკით
ანაზღაურება შეთანხმებით.

მდებარეობა: ქ.თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.1ა (ვაკე)

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: luxe@prestigeluxe.ge
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მენეჯერი"

CV-ები მიიღება 2025 წლის 15 ივლისამდე