ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი პრესტიჟ ლუქსი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი
ესთეტიკური ცენტრი "პრესტიჟ ლუქსი" აცხადებს ვაკანსიას  ადმინისტრატორის  პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებლის ცენტრში მიღება და თავაზიანი მომსახურება; 
  • მომხმარებლის დეტალური კონსულტაცია, მომსახურებისა და პროდუქციის შესახებ; 
  • მომხმარებელთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება და მონაცემთა ბაზის მართვა; 
  • მომხმარებლის სასურველ დროს ვიზიტის დაგეგმვა, ჩანიშვნა და შეცვლა საჭიროების შემთხვევაში; 
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია ჩაწერების შესახებ; 
  • შიდა დოკუმენტაციის წარმოება/განახლება; 
  • ცენტრის საჭირო სახარჯი მასალების კონტროლი/აღრიცხვა/შესყიდვა; 
  • მასალებისა და ინვენტარის ინვენტარიზაცია; 
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა; 
  • მეილზე და სოციალურ ქსელში მოსულ კითხვებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება; 
  • სალარო აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა. 
  • ხელმძღვანელობისგან მოცემული დავალებების შესრულება. 
 
მოთხოვნები: 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე; 
  • გამართული ქართულისა და რუსული/ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; 
  • სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით არანაკლებ 3 წლისა;  
 
აუცილებელი თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა. 
 
სამუშაო პირობები: 
  • მოქნილი გრაფიკი 
  • ანაზღაურება შეთანხმებით. 
 
მდებარეობა: ქ.თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.1ა (ვაკე) 


დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: luxe@prestigeluxe.ge  სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი" 
CV-ები მიიღება 2025 წლის 15 ივლისამდე