მებაღე

თბილისი სრული განაკვეთი დომუს სერვისი
მივლინება: არა
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ლანდშაფტი (გამწვანება)
კომპანია „დომუს სერვისი“ აცხადებს მებაღის ვაკანსიას

რისი გაკეთება მოგიწევს?
  • საცხოვრებელი კომპლექსების ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის მოვლა.
  • გაზონის, ყვავილებისა და გამწვანების გასაშენებელი ტერიტორიების დაგეგმვა
  • სარგავი მასალის მომზადება/დარგვა; დარგული მცენარეების სხვლა/ფორმირება/განოყიერება
  • მცენარეების სანიტარული და აღმზრდელობითი სხვლა
  • საირიგაციო სისტემების დაგეგმვა/ზედამხედველობა
  • გაზონების, ყვავილების, ხეებისა და ბუჩქების გვირგვინების დეკორატიული დამუშვება (ჭრა).
  • მკვდარი ხეების და ბუჩქების მოჭრა და ამოძირკვა.
  • გამწვანებული ტერიტორიის გაწმენდა ფოთლებისა და ნარჩენებისგან, ბალახის მოჭრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ხეების, ბუჩქების და სხვა მცენარეების სახეობები, მათი თვისებები და თავისებურებები.
  • მცენარის მოვლის აგროტექნიკური წესები.
  • თესლის თესვისა და ნერგების დარგვის მეთოდები. მცენარის მორწყვის სიხშირე და დრო.
  • მცენარეების დარგვის, გადარგვისა და მყნობის მეთოდები.
  • სასუქებისა და სადეზინფექციო საშუალებების სახეები,მახასიათებლები, მათი გამოყენების მეთოდები
  • ხეების და ბუჩქების დეკორატიული დამუშავება.
  • ნიადაგის დამუშავებისა და დარგვისთვის მოსამზადებელი სამუშაოების წესები მცენარეთა დაავადების პროფილაქტიკური ზომები.
  • მცენარეთა დაავადებების კონტროლის მეთოდები მებაღეობის ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის გამოყენების წესები.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე g.zhorzholiani@domusservice.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20/07/2025 გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!