23 ივლ - 04 აგვ
სტანდარტი
ანგარიშსწორების განყოფილების სპეციალისტი
თბილისი, ჩუღურეთი, ზაარბრიუკენის მოედ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@silkbank.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში ანგარიშსწორების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, პუნქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ახალ წევრს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სასიამოვნო სამუშაო გარემო.
პროფესიული ფუნქცია-მოვალეობანი:
- რეზიდენტი და არარეზიდენტი მოკორესპონდენტო ბანკების ლორო და ნოსტრო ანგარიშებზე ოპერაციების წარმოება (პირველადი დოკუმენტების შექმნა);
- არასწორი რეკვიზიტებით ჩარიცხული თანხების შესაბამის საბალანსო ანგარიშებზე აღრიცხვა;
- საკორესპონდენტო ანგარიშებზე შესრულებული ტრანზაქციების კუთვნილი საკომისიო თანხების კორესპონდენტი ბანკების მიერ დადგენილ ტარიფებთან შესაბამისობის კონტროლი და ბალანსის შესაბამის მუხლებზე ასახვა;
- ხაზინის განყოფილების მიერ დადგენილი წესით მოწოდებული სხვადასხვა სახის (ბანკთაშორისი ოპერაციები) დავალებების შექმნა ბანკის შიდა ნორმატივებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში;
- ინტერნეტ-ბანკის სისტემით მიღებული კლიენტის დავალებების შესრულება;
- საოპერაციო დღიური საბუთების წარმოება;
- ინტერნეტ ბანკის სიტემით გახსნილი ანგარიშების/დეპოზიტების, შეკვეთილი პლასტიკური ბარათების ყოველდღიური კონტროლი სისტემის გამართული ფუნქციონირების შემოწმების მიზნით;
- ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
- ჩატარებული სამუშაოების შესახებ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით ანგარიშგების მომზადება
- ბანკის შიდა ნორმატიულილი დოკუმენტების მოთხოვნების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკურ, საბანკო სფეროში);
- კომპიუტერული პროგრამები - MS Office-ის ცოდნა;
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა სავალდებულოა;
სპეციფიური ცოდნა:
- პროგრამებში /SWIFT/RTGS მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში;
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- პუნქტუალურობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 23 აგვისტო
გისურვებთ წარმატებებს!
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები