საწყობის მენეჯერი

მცხეთა სრული განაკვეთი CAMPA
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
კამპა აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფ. საგურამო

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის საწყობში მიმდინარე ოპერაციების მართვა;
  • წარმოებიდან მიღებული პროდუქციის მითვლა და მიღებული პროდუქციის პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შენახვა-დასაწყობების უზრუნველყოფა ყველა საჭირო სტანდარტის დაცვით;
  • შემოსული შეკვეთების მიღება, დროულად აწყობა-მომზადებისა და გაცემის პროცესის კონტროლი;
  • პროდუქციის საწყობში არსებული მარაგებისა და ნაშთების კონტროლი, აღწერების წარმოება;
  • შეკვეთებისა და ნაშთების ანალიზის შესაბამისად წარმოებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • საწყობში მიღებული და გაცემული პროდუქციის რაოდენობის ანალიზი და ხელმძღვანელთან ანგარიშგება;
  • წუნდებული პროდუქციის აღწერა და ჩამოწერის უზრუნველყოფა;
  • საწყობში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების მკაცრი კონტროლი.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების გუნდის მართვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;
  • მაქსიმალურად სწორად განაწილება სასაწყობე სივრცის და პროდუქციის სწორი განლაგება (FIFO მეთოდი)

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პროგრამა Apex-თან ან მსგავს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

საჭირო პიროვნული უნარები:
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • პრიორიტეტების და დავალებების სწორად გადანაწილება;
  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით: hr@campa.ge
წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება .

გისურვებთ წარმატებებს!