09 ივლ - 07 აგვ
სტანდარტი
წარმოების ცვლის უფროსი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@campa.ge
ტელეფონი: +995595310036
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია შპს „კამპა“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე.
შპს „კამპა“ არის სრულად ქართული ბრენდი, რომელიც 2008 წლიდან ამზადებს მაღალი ხარისხის პროდუქტებს.
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი, კვირაშია არაუმეტეს 40 საათისა.
ანაზღაურება: მზარდი კონკურენტული ანაზღაურება.
სამუშაო ადგილი: საგურამო
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოების პროცესის ზედამხედველობა;
- წარმოების პროცესის გამართულობის უზრუნველყოფა;
- არსებული გეგმის მიხედვით პროდუქტის წარმოების ორგანიზება;
- საწარმოო პროცესების პერსონალის სამუშაოს ორგანიზება;
- ცვლების გადაბარების პროცესის მონიტორინგი;
- წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის მონიტორინგი;
- წარმოების მიმდინარე პროცესის დროს ხარვეზების გამოვლენა, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და შესაბამისი რეაგირება;
- სმენის/ცვლის განმავლობაში წარმოებული პროდუქტის, გახარჯული ნედლეულის და სხვა განხორციელებული სამუშაოების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალებში;
- წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საწარმოო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
„კამპა“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოსა და კარიერული ზრდის საშუალებას, რომელიც ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე და მოტივაციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე hr@campa.ge და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. ტელ: +995595310036
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
კამპას გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები