ექსპორტის მენეჯერი

მცხეთა სრული განაკვეთი CAMPA
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, რუსული, ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება

კომპანია “კამპა” აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: საგურამო

სამუშაო გრაფიკი: სრული


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია ექსპორტის განხრით)
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სამუშაო დონეზე
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა


მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების ძიება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზაზე, კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება
  • ხელშეკრულებების გაფორმება
  • შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი და  მართვა
  • საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება
  • წარმოების და ლოგისტიკის საკითხების კოორდინაცია
  •  გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ტექნიკურ ლოჯისტიკური და დოკუმენტალური მხარდაჭერა
  • კომპანიის წარმოდგენა გამოფენებზე
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, მისამართზე: hr@campa.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.