გიყვარს ავტომობილები და გაინტერესებს ავტოიმპორტის სფერო?
ხარ კომუნიკაბელური და მოტივირებული?
მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!
ერთ-ერთი წამყვანი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე - ეძებს აზერბაიჯანულენოვან გაყიდვების მენეჯერს თბილისში მდებარე ოფისისთვის. კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილების შეძენასა და ტრანსპორტირებას აშშ-ის ძირითადი პორტებიდან, ასევე კანადიდან, ალიასკიდან და ჰავაიდან. ჩვენი კომპანია ლიცენზირებულია მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე, როგორიცაა: Copart, IAAI და Manheim - რაც გვაძლევს საშუალებას მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი და სანდო ავტომობილები საუკეთესო ფასად.
ადგილმდებარეობა:
- თბილისი, საბურთალო
- სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი - პარასკევი 11:00 – 20:00
ანაზღაურება:
- საგამოცდო პერიოდი (პირველი თვე): 850 ლარი
- შემდგომ: 1500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება, ბაზაში დამატება და განახლება
- კომპანიის სერვისების წარდგენა და გაყიდვა
- გაყიდვების მარკეტინგის აქტივობების მხარდაჭერა და მართვა
- მომხმარებლების კონსულტაცია ოფისში და ონლაინ
- ავტომობილების მოძიება მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულად, საერთაშორისო აუქციონებზე
- მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება
- კლიენტის გადახდების მონიტორინგი
- პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა კომპანიის პოზიტიური იმიჯისა და ბრენდის გაძლიერება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- გაყიდვებში ან კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო)
- გამართული და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის და CRM სისტემის გამოყენების უნარები
- ავტომობილების სფეროს ცოდნა
- ქართული და აზერბაიჯანული ენის ფლობა
პიროვნული თვისებები:
- გამართული მეტყველება
- განვითარებული საორგანიზაციო შესაძლებლობები
- პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაჭრის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
- გუნდური მუშაობის უნარი
- კეთილგანწყობა და პოზიტიური დამოკიდებულება
კომპანია იღებს პასუხისმგებლობას გამოუცდელი კანდიდატების გადამზადებასა და სწავლაზე.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგს და ადგილზე დაეუფლებიან ავტოიმპორტის პროცესს პროფესიონალურ დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: kh.jikhvadze24@gmail.com.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენი კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობების ფარგლებში.