აზერბაიჯანულენოვანი გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია
მივლინება: არა ხელფასი: 850 - 1500 +ბონუსი
ენები: აზერბაიჯანული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
გიყვარს ავტომობილები და გაინტერესებს ავტოიმპორტის სფერო?
ხარ კომუნიკაბელური და მოტივირებული?
მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!

ერთ-ერთი წამყვანი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე - ეძებს აზერბაიჯანულენოვან გაყიდვების მენეჯერს თბილისში მდებარე ოფისისთვის. კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილების შეძენასა და ტრანსპორტირებას აშშ-ის ძირითადი პორტებიდან, ასევე კანადიდან, ალიასკიდან და ჰავაიდან. ჩვენი კომპანია ლიცენზირებულია მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე, როგორიცაა: Copart, IAAI და Manheim - რაც გვაძლევს საშუალებას მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი და სანდო ავტომობილები საუკეთესო ფასად.

ადგილმდებარეობა:
  • თბილისი, საბურთალო
  • სამუშაო გრაფიკი:
  • ორშაბათი - პარასკევი  11:00 – 20:00

ანაზღაურება:
  • საგამოცდო პერიოდი (პირველი თვე): 850 ლარი
  • შემდგომ: 1500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი კლიენტების მოძიება, ბაზაში დამატება და განახლება
  • კომპანიის სერვისების წარდგენა და გაყიდვა
  • გაყიდვების მარკეტინგის აქტივობების მხარდაჭერა და მართვა
  • მომხმარებლების კონსულტაცია ოფისში და ონლაინ
  • ავტომობილების მოძიება მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულად, საერთაშორისო აუქციონებზე
  • მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება
  • კლიენტის გადახდების მონიტორინგი
  • პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა კომპანიის პოზიტიური იმიჯისა და ბრენდის გაძლიერება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
  • გაყიდვებში ან კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო)
  • გამართული და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის და CRM სისტემის გამოყენების უნარები
  • ავტომობილების სფეროს ცოდნა
  • ქართული და აზერბაიჯანული ენის ფლობა

პიროვნული თვისებები:
  • გამართული მეტყველება
  • განვითარებული საორგანიზაციო შესაძლებლობები
  • პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაჭრის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კეთილგანწყობა და პოზიტიური დამოკიდებულება

კომპანია იღებს პასუხისმგებლობას გამოუცდელი კანდიდატების გადამზადებასა და სწავლაზე.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგს და ადგილზე დაეუფლებიან ავტოიმპორტის პროცესს პროფესიონალურ დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: kh.jikhvadze24@gmail.com.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენი კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობების ფარგლებში.