08 ივლ - 06 აგვ
სტანდარტი
რეპორტინგის და აქტივაციის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@trd.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი, რეკლამა, PR
ზოგადი მარკეტინგი - დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მარკეტინგი, რეკლამა, PR
ზოგადი მარკეტინგი - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
T&R DISTRIBUTION (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: რეპორტინგის და აქტივაციის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და მართვა საცალო ქსელურ და ტრადიციულ სავაჭრო ობიექტებში
- ადგილობრივ და რეგიონალურ სააგენტოებთან კომუნიკაცია მასალების დამზადების მიმართულებით;
- დაქვემდებარებული გუნდის კოორდინაცია, დავალებების გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი;
- აქტივობების შედეგების შესახებ რეპორტების შედგენა და წარდგენა ხელმძღვანელისთვის.
- ბაზრისა და კონკურენტების შესახებ მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი.
- ვიზუალური სტანდარტების დაცვა სავაჭრო სივრცეებში და პლანოგრამების შესაბამისად პროდუქციის განლაგების კონტროლი.
- ახალი პროდუქტების ჩაშვების პერიოდში, მოლაპარაკებების წარმოება და მართვა სავაჭრო ობიექტებთან.
- გაყიდვების გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია
- გაყიდვების ყოველდღიური მონაცემების მოწოდება რეგიონების, სავაჭრო არხის და დასახელების მიხედვით
- ბაზრის დინამიკის შესწავლა, ტრენდების და კონკურენტების აქტივობის ანალიზი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და ციკლური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის
- კომპანიის სტანდარტებისა და მიზნების შესაბამისად სხვა დავალებების შესრულება დამსაქმებლის ან უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ - 18:00 სთ;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რ. აბრამიშვილის ქ. 2
- (ტრანსპორტი ქალაქის ცენტრიდან სამსახურამდე და უკან ორგანიზებულია)
- ანაზღაურება (ფიქსირებული) : 2 500 ლ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება თრეიდ მარკეტინგში ან გაყიდვების სფეროში (FMCG სექტორში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
- სააგენტოებთან და სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება;
- რეპორტინგისა და ანალიტიკის უნარები;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (განსაკუთრებით MS Excel, PowerPoint);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- გუნდური მუშაობის, დროის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge
გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
T&R DISTRIBUTION მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ზოგადი მარკეტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები