მარკეტინგის მენეჯერი

მცხეთა სრული განაკვეთი CAMPA
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
Campa აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიასთან შიდა და გარე კომუნიკაცია
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება (ონლაინ და ოფლაინ არხებით).
  • სოციალური მედიის, ვებსაიტის და სხვა ციფრული პლატფორმების მართვა.
  • საინფორმაციო ბიულეტენების და მარკეტინგული მასალების მომზადება.

ბაზრის კვლევა და ანალიტიკა
  • მომხმარებლის ქცევისა და მოთხოვნის ანალიზი.
  • კვლევების ჩატარება (გამოკითხვები, ფოკუს ჯგუფები, ინტერვიუები).
  • მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება.

გაყიდვების მხარდაჭერა
  • გაყიდვების გუნდისთვის მარკეტინგული მასალების მიწოდება.
  • გაყიდვების სტიმულირების კამპანიების (აქციები, ფასდაკლებები, ლოიალურობის პროგრამები) დაგეგმვა.
  • პროდუქტის ან სერვისის წარდგენა/გაშვება ბაზარზე (product launch).

პარტნიორებთან და სააგენტოებთან კოორდინაცია
  • გარე მარკეტინგულ სააგენტოებთან, ბეჭდვით სერვისებთან, დიზაინერებთან და მედია არხებთან თანამშრომლობა.
  • ღონისძიებების (ღონისძიებები, გამოფენები, პრეზენტაციები) ორგანიზება.
  • მონიტორინგი და ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განთლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის ან/და მომიჯნავე მიმართულებით.
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
  • სოც. მედიის არხების მართვის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

უნარ- ჩვევები:
  • კომუნიკაციის ძლიერი უნარები (წერითი და ვერბალური)
  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება
  • პროექტების მართვის გამოცდილება
  • პროაქტიურობა

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მეილზე hr@campa.ge
წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!