სასტუმრო ,,Intourist Hotel Kazbegi’’ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrkazbegi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მენიუს შემადგენლობის ზედმიწევნით ცოდნა;
- მომსახურების წესების დაცვა სასტუმროს დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- სტუმრების მიღება, სწრაფი და სტუმართმოყვარე მომსახურების გაწევა;
- მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი;
- სტუმრისთვის ანგარიშის მიტანა და გადახდის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
- სალაროში გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება;
- სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება;
- სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა. უკმაყოფილო სტუმრის შემთხვევაში მიზეზის დადგენა და მენეჯერისთვის ცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
- სტუმართმოყვარე მომსახურების უნარი, მათ შორის პრობლემურ სტუმრებთან;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrkazbegi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.