საერთაშორისო სასტუმრო ქსელი Wyndham Batumi აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ელექტრიკოსი
ლოკაცია: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. N 33
გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები (2/2)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ზედამხედველობა გაუწიოს სასტუმროს შენობაში ყველა მექანიკურ და ელექტრო სისტემის მოვლა-პატრონობას.
- უზრუნველყოს მცირე ტექნიკის, სამზარეულოს აღჭურვილობისა თუ სამრეცხაო მოწყობილობების გამართულობა;
- წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში აღმოფხვრას პრობლემა კომპეტენციის ფარგლებში;
- მატერიალურ-ტექნიკური საწყობის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკურ მოწყობილობებთან/ხელსაწყოებთან/ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კვებას, ტრანსპორტირებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@wyndhambatumi.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!