გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ვენგო ჯგუფი
მივლინება: არა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი, კორპორატიული კლიენტები (B2B)
„ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.

"ვენგო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ჭავჭავაძის 37ბ;
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00
დასვენების დღე: შაბათი - კვირა

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი კლიენტების მოძიება და კომერციული ურთიერთობების განვითარება;
  • მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შეფასება;
  • არსებული კლიენტების მართვა, საჭიროებების განსაზღვრა და კმაყოფილების შენარჩუნება;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური/კვარტალური რეპორტინგი;
  • მჭიდრო თანამშრომლობა ოპერაციულ გუნდთან, კლიენტის მოთხოვნების ეფექტურად დასაკმაყოფილებლად;
  • CRM სისტემის მართვა და გაყიდვების პროცესის მუდმივი მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (სასურველია ლოგისტიკის/ტრანსპორტის სფეროში);
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (სასურველია)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ , გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@vengo.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში „subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: „გაყიდვების მენეჯერი“

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!