შესყიდვების სპეციალისტი

ფოთი სრული განაკვეთი ფოთი ტრანსტერმინალი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
  კომპანია „ფოთი ტრანსტერმინალი“ მართავს მულტიმოდალურ საკონტეინერო ტერმინალს ქალაქ ფოთში, რომლის ძირითადი საქმიანობაც საკონტეინერო ტვირთების მიღება, დამუშავება, შენახვა და სხვა შესაბამისი პროცედურების წარმოებაა. სტრატეგიული მდებარეობა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს,  დიდი წვლილი შევიტანოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტების გაძლიერებასა და მულტიმოდალური გადაზიდვებისა და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებაში.  

ვაკანსიის აღწერა:  
პოზიცია: შესყიდვების სპეციალისტი 
ადგილმდებარეობა: ფოთი, ხობის ქ. N7 
სამუშაო საათები: სტანდარტული, სრული განაკვეთი (I-V 9:00-18:00) 
შრომითი ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 – 2000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით) 

„ფოთი ტრნსტერმინალი“ თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.  
 
ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან სამართლის მიმართულებით); 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება. 
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (როგორც ვერბალური, ასაევე წერითი უნარების მაღალი დონე); 
  • რუსული ენის სულ მცირე B2 დონეზე ფლობა. ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება იპირატესობად; 
  • საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა. ელექტრონულ სატენდერო სისტემებთან მუშობის გამოცდილება; 
  • შესყიდვების პროცესის მართვის უნარი, ტენდერების ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება, სატენდერო და შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციასთან მუშობის გამოცდილება; 
  • მოვალეობები, რომლებსაც ამ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი შესარულებს: 

შესყიდვების დაგეგმვა: 
  • შესყიდვების საჭიროების იდენტიფიცირება და დაგეგმვა; 
  • ბიუჯეტის შედგენა და შესყიდვის პროცესის დაგეგმვა. 

მომწოდებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა: 
  • უკვე არსებული და პოტენციური მომწოდებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება; 
  • მომწოდებლების შეფასებასა  და შერჩევაში მონაწილეობა. 

ტენდერების გამოცხადება და მართვა: 
  •  სატენდერო განაცხადების/დოკუმენტაციის მომზადება, შეთანხმება ხელმძღვანელობასთან და გამოქვეყნება; 
  •  სატენდერო წინადადებების მიღება და მათ განხილვაში მონაწილეობა; 
  • მომწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა და წარდგენა ხელმძღვანელობისთვის. 

ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი: 
  • შესყიდული საქონლის, მომსახურების ან სამუშაოების შეთანხმებული პირობებისა და ვადების შესაბამისად ჩაბარება და მათი ხარისხის კონტროლი; 
  • ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი. 

დოკუმენტაციის წარმოება: 
  • შესყიდვის პროცესის ყველა ეტაპზე საჭირო დოკუმენტაციის შევსება და შენახვა; 
  • შესყიდვის დოკუმენტაციის შეთანხმება შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან. 

შერჩევის ეტაპები მოიცავს: 
CV-ების საფუძველზე კანდიდატების მოკლე სიის შედგენას; 
  • გაცნობითი ხასიათის შეხვედრას (შესაძლოა ONLINE ან ადგილზე); 
  • გასაუბრება მმართველ ორგანოსთან, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებასაც (ამის შესახებ წინასწარ გეცნობებათ). 
 
როგორ მოგვმართოთ: 
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, ასევე თუ თვლით, რომ ხართ: 
  • მოტივირებული 
  • სიახლეებისა და გამოწვევებისადმი ღია 
  • დეტალებზე ორიენტირებული 
  • შრომისმოყვარე 
  • ამასთანავე გაქვთ: 
  • როგორც გუნდურად,  
  • ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, 
 
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ptt.ge 
 მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება. 
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 აგვისტო. 
 

 სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები. 
 გისურვებთ წარმატებას!