მიმტანი/მიმტანის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი რესტორანი ეთნოგრაფი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
რესტორანი „ეთნოგრაფი“ ის ადგილია, სადაც ტრადიციული ქართული სამზარეულო, ავთენტური გემოები და ჩვენებური სტუმარმასპინძლობა ერთად იყრის თავს თითოეული სტუმრის ღირსეულად გამასპინძლებისთვის. 
 
რესტორანი „ეთნოგრაფი“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის/მიმტანის დამხმარის პოზიციაზე. 
 
სამუშაო ადგილი : თბილისი 
გრაფიკი: 9 საათიანი ცვლები 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა: 
  • სტუმრის მიღება და გამასპინძლება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; 
  • მენიუს კერძებისა და სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრისთვის შეთავაზება; 
  • შეკვეთის მიღება და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა; 
  • კომპანიაში არსებული სერვისის და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 

პიროვნული მახასიათებლები: 
  • კომუნიკაბელური; 
  • ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი; 
  • თავაზიანი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული. 
 
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: hr@ethnographer.ge და  მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555720820 
 
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.