მოლარე რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი კლინიკა Beauty Medi
ხელფასი: 800
ენები: რუსული, ინგლისური
სამედიცინო: რეგისტრატურა

სამედიცინო ცენტრი "ბიუთი მედი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე


ანაზღაურება 800 ლარი (ხელზე ასაღები)


განაკვეთი: კვირის განმავლობაში არაუმეტეს 40 საათი (კვირის განმავლობაში 3 დღე დასვენება(ზოგჯერ 4 დღე) 


განათლება: 

უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია სამედიცინოს სფეროს მიმართულებით).


ძირითადი ფუნქციები:

  • პაციენტების რეგისტრაცია შიდა სამედიცინო პროგრამაში;
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • შემომავალი ზარების მიღება; 
  • პაციენტების წინასწარი ჩაწერების რეგისტრაცია;
  •  დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსულად და  ინგლისურად  კომუნიკაციის უნარი;
  • ოფისე პროგრამების მომხმარებლის დონზე ცოდნა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: rusudan@beautymedi.ge 

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!