ნიუ პოინტ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ლაბორანტი
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან თანამშრომელს გეოტექნიკურ ლაბორატორიაში, რომელიც ჩაერთვება ნიმუშების შესწავლასა და ანალიზში. ვაკანსია განსაკუთრებით საინტერესოა ტექნიკური და საბუნებისმეტყველო სფეროს სტუდენტებისთვისაც — ვინც სურს სწავლასთან ერთად რეალურ პრაქტიკაში ჩაერთოს.
რას ნიშნავს მუშაობა ჩვენთან?
შენ იმუშავებ გარემოში, სადაც:
- ტარდება ნიადაგის ლაბორატორიული კვლევები სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის
- სწავლობ სტანდარტულ გეოტექნიკურ ტესტირებებს (მაგ. Proctor, Atterberg, მარცვლოვანი ანალიზი და სხვ.)
- რეალურად ეხმარები ინჟინრებს მონაცემების შეგროვებასა და შეფასებაში
ძირითადი მოვალეობები:
- გრუნტის ნიმუშების დახარისხება და ვიზუალური აღწერაგრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შესწავლა სტანდარტული ლაბორატორიული მეთოდებით
- შედეგების ჩანიშვნა, სისტემატიზაცია და საჭიროების შემთხვევაში — ანალიზის პროცესში მონაწილეობა
- ლაბორატორიული მოწყობილობების წესრიგის დაცვა და გამოყენება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია განათლება ან სტუდენტის სტატუსი გეოტექნიკაში, სამშენებლო ინჟინერიაში, გეოლოგიაში ან მათთან დაკავშირებულ სფეროებში
- აუცილებელია ტექნიკური დავალებების სწორი და ყურადღებიანი შესრულება
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და გუნდური თანამშრომლობის გამოცდილება
რას გთავაზობთ?
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი / არასტანდარტული — შეგეძლება სწავლას შეუთავსო
ხელფასი: 1200–1500 ლარი (დამოკიდებულია დატვირთვასა და გამოცდილებაზე)
პროფესიული განვითარება პრაქტიკულ გარემოში
სამუშაო მდებარეობა: თბილისი
პერიოდულად — გასვლა შესაძლოა საჭირო გახდეს ლაბორატორიის ფარგლებს გარეთ (გრუნტის აღების შემთხვევაში)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@newpoint.ge
კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: +995 557 70 30 30