სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: უბნის ზედამხედველი/პრარაბი
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი  აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი 
განაკვეთი: სრული 
პროექტის ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 
 
სამუშაო ადგილი:  აბასთუმანი 
 
ძირითადი ამოცანები:   
  • სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლებთან სახელმძღვანელო საპროექტო და სხვა გადაწყვეტილებების დროულად არსებობის უზრუნველყოფა 
  • სამშენებლო სამუშაოებში სტანდარტებიდან და მოთხოვნებიდან გადახრების მინიმალურ ვადებში აღმოჩენის გზით სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფა 
  • სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისი სამუშაოების ზუსტად და სრულად აღრიცხვა და დადასტურება დროული და სწორი ანაზღაურებისთვის. 
 
ფუნქციები  
  • შემსრულებლებთან სამუშაოების სწორად წარმოებისთვის აუცილებელი საპროექტო და სხვა სახის გადაწყვეტილებების (პროექტების, ნახაზების) არსებობის კონტროლი 
  • საპროექტო გადაწყვეტილებების მიწოდებაზე კონკრეტული მოთხოვნების დაყენება პროექტის მენეჯმენტთან ან/და შესაბამის დელეგირებულ პირთან 
  • საპროექტო გადაწყვეტილებების სრულად და სწორად განხორციელების და მშენებლობის სტანდარტების დაცვის ყოველდღიური ან/და საჭირო ვადებში კონტროლი 
  • გადახრების და დარღვევების მინიმალურ დროში აღმოჩენა, დასურათება და დოკუმენტირება (დააქტება) 
  • გადახრებზე და დარღვევებზე შემსრულებლების და პროექტის მენეჯმენტის ან/და შესაბამისი დელეგირებული პირის ინფორმირება 
  • გადახრებისა და დარღვევების აღმოფხვრის გეგმების მომზადების უზრუნველყოფა (დაგეგმვა, ვადების დაზუსტება, თანმიმდევრობის განსაზღვრა) 
  • გადახრებისა და დარღვევების სრულად და სწორად აღმოფხვრის მონიტორინგი (დასურათება, დააქტება, დაარქივება) 
  • მასალების სტანდარტებთან და სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი, გადახრებზე და შეუსაბამობებზე რეაგირება (ხარისხის სერტიფიკატებთან, ასევე პროექტის და დამკვეთის მოთხოვნებთან და ა.შ.)  
  • მისაღები (სამშენებლო და სხვა სახის სტანდარტებთან შესაბამისი) სამუშაოების ზუსტად აღრიცხვა და ანაზღაურებისთვის საჭირო მოთხოვნების მიხედვით მოცულობების დადასტურება 
  • შემსრულებლების მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად 
  • ფარული სამუშაოების შესრულების კონტროლი და შესაბამისი აქტების შედგენა-დამოწმება 
  • სამუშაოების დასრულებული ეტაპების ჩაბარება, მათი პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის დამოწმება 
 
საჭირო კვალიფიკაცია & უნარები: 
  • უმაღლესი ტექნიკური (სამშენებლო მიმართულებით) განათლება; 
  • მინიმუმ 3 წლიანი სამშენებლო პროექტებში სამუშაო გამოცდილება;   
  • სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა, სასურველია CAD პროგრამების კარგი ცოდნა; 
  • ქართული ენის  და ინგლისური ენის  ცოდნა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის ( წერითი, ზეპირი) უნარი; 
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; 
  • კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი; 

საჭირო თვისებები:
  • გუნდურობა,
  • დეტალებზე ორიენტირებულობა,
  • აკურატულობა,
  • კეთილსინდისიერება,
  • პუნქტუალობა;
  • პასუხისმგებლიანობა,
  • პრინციპულობა; 
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2025 წლის   07 აგვისტოსი 
 
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 წარმატებას გისურვებთ!