09 ივლ - 08 აგვ
სტანდარტი
უსაფრთხოების ოფიცერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment.batumi@roomshotels.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი) - დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური
სასტუმრო "ROOMS Batumi“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს და თანამშრომლების დაცვა;
- ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
- პრობლემებისა და უჩვეულო საკითხების ჩანაწერების წარმოება;
- პრობლემური სიტუაციების გამკლავება საჭიროების მიხედვით;
- ცვლის ზედამხედველისთვის ცვლის ანგარიშის მიწოდება;
- სხვადასხვა ცვლაში მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
- კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი" -ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/GlKnaHOsiZ
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები
უნიკალური ნახვები