ოფისის მენეჯერის/ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი Lupa
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე, ოფისის მენეჯმენტი
უძრავი ქონების კომპანია „ლუპა“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის/ასისტენტის პოზიციაზე. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • ქართული ენის ცოდნა; 
  • გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი; 
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია რუსული ენის ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება; 
  • კომპანიის ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა - ოპერატიული რეაგირება; 
  • ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა; 
  • ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა (ტექნიკური, სამეურნეო, საკანცელარიო, შრომის უსაფრთხოების თუ სხვა საკითხების, მათ შორის დასუფთავებისა და ინვენტარის კონტროლი); 
  • გასაუბრებების ჩანიშვნა კანდიდატებთან და აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება; 
 
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ. 09:30-18:30 სთ-მდე  (1 სთ. შესვენება). 
 
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი მისამართზე info@lupa.ge