პროდუქციის დამხარისხებელი

თბილისი მოქნილი გრაფიკი GELVEN Store
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
GELVEN Store აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის დამხარისხებელის პოზიციაზე

ვეძებთ პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ახალი კოლექციის მიღების, დამუშავებისა და სწორად ორგანიზების პროცესში. 
სამუშაო არ არის სრულ განაკვეთზე, იქნება მხოლოდ რამდენიმე ცვლა თვის განმავლობაში, რომელთა არჩევაც და სიხშირის განსაზღვრა თქვენით შეგიძლიათ.

მოვალეობები:
  • ახალი კოლექციის მიღება (ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და აქსესუარები)
  • გუნდთან ერთად კოლექციის ყუთების გახსნა, ამოლაგება და ფასის მინიჭება (მათ შორის მიმდინარე აქციების და ფასდაკლებების გათვალისწინებით).
  • ნივთების (ფეხსაცმელი,ტანსაცმელი და აქსესუარები) დალაგება, სორტირება და დაჯგუფება კატეგორიებისა და ზონების მიხედვით.
  • RFID სკანერის, სისტემისა და შესაბამისი მოწყობილობების (PDA-ები და iPod-ები) გამოყენება

უნარები:
  • მაღალი პროდუქტიულობა და ეფექტურობა
  • დროის მენეჯმენტი
  • კარგი კომუნიკაციის უნარი გუნდთან
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე

ლოკაცია: სითი მოლი (ვაჟა-ფშაველა 70)
გრაფიკი: თქვენზე მორგებული (ღამის საათები)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ბმულზე: https://airtable.com/app7ZwX2ONHg0bbAT/shrWYiP4rbwo5yN1J

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე