Qspeed Robotics-ი წარმოადგენს თანამედროვე საინჟინრო კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია მომხმარებელზე მორგებული რობოტული სისტემების, სამრეწველო (კონვეიერის) ხაზებისა და ავტომატიზაციის გადაწყვეტილებების შემუშავებაში. ჩვენ ვაპროექტებთ, ვაწარმოებთ და ვნერგავთ ჭკვიან ინდუსტრიულ სისტემებს, რომლებიც ზრდიან ეფექტიანობასა და სიზუსტეს.
Qspeed Robotics-ი აერთიანებს მაღალი დონის ინდუსტრიულ ინჟინერიას და ტექნიკურ სერვისს, რათა შექმნას ინოვაციური და სანდო სისტემები.
სამუშაოს აღწერა:
ვეძებთ პრაქტიკულ და ტექნიკურად განსწავლულ სახელოსნოს ტექნიკოსს, რომელიც იმუშავებს ავტომატიზაციის სისტემების შექმნაზე;
აღნიშნულ პოზიციაზე წარმატებული კანდიდატი იმუშავებს სხვადასხვა სახელოსნო აპარატურასთან და დაეხმარება გუნდის წევრებს პროექტების ეფექტიანად განხორციელებაში.
ძირითადი მოვალეობები

- სახელოსნოს ტექნიკის გამოყენება: ლაზერული ჭრა, მოღუნვა, დაჩარხვა, შედუღება და სხვა;
- მანქანების ნაწილების და კონვეიერების აწყობა;
- ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება;
- უსაფრთხოების ნორმებისა და სახელოსნოს წესრიგის დაცვა;
- გუნდური მუშაობა და კომუნიკაციის ეფექტური უნარების გამოყენება;
- სამუშაო გრაფიკის დაცვა და პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
- ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- მექანიკური უნარები და ტექნიკური აზროვნება;
- ინჟინრული ნახაზების წაკითხვის და გაგების უნარი;
- საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონცენტრაციის უნარი;
- თვითმოტივაცია და სწავლა-განვითარების სურვილი;
- მექანიკური და ინჟინრული კონსტრუქციებისა და სისტემების შესწავლის მიმართ ინტერესი.
რას გთავაზობთ?
- მუშაობის შესაძლებლობა ინოვაციურ და საინტერესო ავტომატიზაციის პროექტებზე;
- პროფესიული ზრდისა და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის პერსპექტივას.
განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და უნარების მიხედვით (საწყისი: 2000 ლარიდან)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. ფოსტაზე: rabah.daakour@mepeq.com, magda.melikishvili@mepeq.com
ტელ: +995 591 039 031