HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდანტს ტექნიკოსის პოზიციაზე ერთი-ერთი კომპანიისთვის უსაფრთხოების სისტემების ინდუსტრიიდან.
ძირითადი მოვალეობები:
- სუსტი დენების (ვიდეოსამეთვალყურეო, დაშვების კონტროლი, შეღწევის საწინააღმდეგო, ქსელური ინფრასტრუქტურა (LAN, ოპტიკური კაბელები) და სახანძრო უსაფრთხოების)ელექტრული და სტრუქტურიზებული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხებისა და აქსესუარების გაყვანა და მონტაჟი; (საკაბელო ტრასების, მილგაყვანილობების და კაბელარხების მოწყობა);
- დაბალ ძაბვიანი (1000 ვოლტამდე) სისტემების ინსტალაცია;
- ნახაზების, სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და მათ მიხედვით მუშაობა;
- IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების მოწყობილობების და კაბელების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ინსტალაცია;
- IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების კაბელების ტერმინაცია სტანდარტების მიხედვით;
- სქემების გრაფიკული დახაზვა;
- საკომუნიკაციაო კარადის (რეკების) და მისი კომპონენტების აწყობა.
- საჭიროებისამებრ ხვადასხვა სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა;
- ინსტალაციის დროს პრობლემების გამოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ინჟინრის, PM-ის და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
- სახანძრო, დაშვების, შეღწევის საწინააღმდეგო პანელების შეერთება, ნახაზების მიხედვით.
- პროექტის მიხედვით სტრუქტურული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხების და აქსესუარების დიზაინი, ჩამონათვალის გაკეთება;
- კაბელებისა და მოწყობილობების მარკირება და ტესტირება.
- ინსტალაციის პროცესის სტანდარტების დაცვა და ხარისხის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- 1 წლიანი გამოცდილება ინსტალატორის, ტექნიკოს-ინსტალატორის პოზიციაზე;
- ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწობის ქონა (მექანიკა).
დამატებითი ინფორმაცია:
- 5 სამუშაო დღე (10:00-18:00)
- სამედიცინო დაზღვევა;
- სატელეფონო ლიმიტი;
- კომპანიის ავტომობილი და საწვავის ლიმიტი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მეილზე: Recruitment9@hh.ge