შემდეგი
11 ივლ - 10 აგვ
სტარტი
პრომოუტერი
თბილისი, დიდი დიღომი, სხვა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: ana@triton.ge
ტელეფონი: +995 597 17 42 40
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი - დასაქმების ტიპი: მოქნილი გრაფიკი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 600
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს “ტრიტონ” – ახალგაზრდა და დინამიური კომპანია, რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ჰიპერმარკეტ "დომინო"-ში (დიღომი).
ჩვენ ვართ ცნობილი ევროპული და ამერიკული ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. ვთანამშრომლობთ წამყვან ჰიპერმარკეტებთან და ვამარაგებთ ბაზარს ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციით (Fiskars, Gerber Gear, Morakniv , VARTA, Kershaw და სხვ.).
რა გელოდებათ:
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
- ტრენინგები უცხოელ პარტნიორებთან.
- გამოცდილება წამყვან ბრენდებთან.
- სწავლებისა და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა.
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
სამუშაოს აღწერა:
- თქვენ იქნებით ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი განათებისა და ელექტრო საქონლის სექციაში დომინოს დიღმის ფილიალში, გაუწევთ მომხმარებელს კონსულტაცას ჩვენი პროდუქციის შესახებ და დაეხმარებით პროდუქტის შერჩევაში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის ჩვენი პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
- გაყიდვების გაზრდა და ბრენდების აქტიური პოპულარიზაცია.
- სტენდის მოწესრიგებულად შენარჩუნება.
- პროდუქციის მიღებაში და დალაგებაში მონაწილეობა (მერჩენდაიზინგი)
ვის ვეძებთ:
- კომუნიკაბელურ და მოტივირებულ კანდიდატს
- სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება
- სასურველია ინგლისური ან რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.
- კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
სამუშაო ადგილი:
- დიღომი, ჰიპერმარკეტი დომინო (ქ.თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 25)
გრაფიკი:
- 11:30 – 19:00 (1 საათი შესვენება)
- 5 დღე კვირაში (2 დღე დასვენება შეთანხმებით)
ანაზღაურება:
- 600 ლარი (ფიქსირებული) + გაყიდვების მზარდი პროცენტი
- თვიური საშუალო ხელფასი მერყეობს 1000-1500 ლარამდე დამოკიდებულია თქვენს მონდომებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მითითებულ მისამართზე: ana@triton.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 597 17 42 40 გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები
უნიკალური ნახვები