მთავარი ინჟინერი / პროექტის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ვიკონ გრუპი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინჟინერი-არქიტექტორი, სამშენებლო პროექტების მართვა
ვიკონ გრუპი აცხადებ ვაკანსიას მთავარი ინჟინრის (პროექტის მენეჯერის) პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი, 
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (არქიტექტურაში, სამშენებლო ინჟინერია ან მსგავსი დარგი);
  • 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტების მართვაში
  • სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, AutoCad)
  • საქართველოს რეგიონებში მივლინებები
  • ავტომობილის მართვის მოწმობა 

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო პროცესების სისტემატური კოორდინირება და მონიტორინგი;
  • სამშენებლო პროცესების ინჟინერული ზედამხედველობა და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • პროექტის რესურსების დაგეგმვა, შესყიდვების მართვა და ეფექტური განაწილება
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
  • პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) წარმომადგენლებთან;
  • პროექტში დაინტერესებულ და ჩართულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე- კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მოლაპარაკებებში მონაწილეობა, გუნდის მართვა და მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
  • ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება

პიროვნული უნარები:
  • მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და მულტიფუნქციური გუნდის მართვა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@vikon.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.