ვეტერინარი

წყალტუბო სრული განაკვეთი როქი
მივლინება: არა ხელფასი: 1300 +ბონუსი
სოფლის მეურნეობა: ვეტერინარია
ვეტერინარული კომპანია "როქი" აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარის პოზიციაზე

კომპანია "როქი" 2006 წლიდან ეწევა სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ტექნიკის, ვაქცინების, საკვებისა და საკვებ-დანამატების, ცხოველთა კვებისა და მოვლის საშუალებების სრული სპექტრის რეალიზაციას.
„როქის“ სადისტრიბუციო ქსელი ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს, ემსახურება ვეტ-აფთიაქებსა და ფერმერთა მომსახურების ცენტრებს.

სამუშაო ადგილი: წყალტუბოს რ-ნი, სოფ. გეგუთი (ქ. ქუთაისთან ძალიან ახლოს)

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქციის გაცნობა, აქციისა თუ სხვა შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ზედნადებების დაწერა-ატვირთვა პროგრამაში;
  • ტვირთის საწყობში შეკვეთა, მიღება, მითვლა, თაროებზე განლაგება;
  • ფასმაჩვენებლების გადამოწმება სტენდებზე;
  • დახლზე არსებული პროდუქციის ვადებისა და ნაშთების კონტროლი.

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ვეტერინარის პოზიციაზე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალეებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალობა და ორგანიზებუოლბა

ანაზღაურება: ფიქსირებული 1300 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე - roqi@agro.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 597 14 10 93

გისურვებთ წარმატებებს!