მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი, ბათუმი სრული განაკვეთი ოლსერვის გრუპი
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1200
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
ვინ ვართ ჩვენ ? All Service Group არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კორპუსის მაცხოვრებლების სრული კომფორტის შექმნაზე. ჩვენი ძირითადი სერვისებია : ლიფტების და სადარბაზოს კარების თანამედროვე დომოფონებით და საბარათე სისტემებით აღჭურვა, კამერების მონტაჟი, კორპუსის დალაგება, ეზოს მოვლა, შლაგბაუმების მონტაჟი და GSM გახსნის ფუნქციების ინსტალაცია.

ამ ეტაპზე All Service Group აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი / ‘’Costumer Support Specialist’’-ს პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (წერეთლის 116) (გელოვანის ქ.52) / ბათუმი (26 მაისის ქ)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე შეთანხმების შესაბამისად.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 , 1 საათი შესვენება

თანამშრომლობის პირობები:
  • სტაჟირება: 1 თვე - ანაზღაურება 800 ლარი
  • გამოსაცდელი, 6 თვის ვადით ხელშეკრულება - ანაზღაურება 1000 ლარი
  • მიღწევადი ანაზღაურება - 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლების დახმარება სატელეფონო ზარების მეშვეობით;
  • მომხმარებელთა პრეტენზიების ან პრობლემების მიღება და მათ გადაჭრაზე ზრუნვა;
  • პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამის განყოფილებებთან გადამისამართება;
  • მომხმარებლების მონაცემების განახლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აღნიშნულ ან/და მონათესავე სფეროში მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.
  • ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი
  • ინგლისური ენის მარტივ კომუნიკაციის დონეზე ფლობა
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Ecxell/Word)

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მოთმინება და ყურადღება დეტალებისადმი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
  • პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მისამართზე Hr@asg.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ‘’Costumer Support Specialist’’.

გისურვებთ წარმატებას!