გაყიდვების ოპერატორი

საქართველოს მაშტაბით მოქნილი გრაფიკი სეიფთი თიმი
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების ქოლცენტრი
სეიფთი თიმი არის წამყვანი საკონსულტაციო კომპანია შრომის უსაფრთხოების სფეროში, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს საქართველოში, შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო, შეამცირონ რისკები და სრულად შეესაბამებოდნენ ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი სერვისები მოიცავს შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვას, აუდიტს, ტრენინგებს, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ევაკუაციის გეგმების მომზადებას და სხვა.

ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების ოპერატორს ჩვენს გუნდში გასაწევრიანებლად. ეს არის დისტანციური პოზიცია, რომელიც მოიცავს B2B (ბიზნეს-ბიზნესთან) გაყიდვებს და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებას. თქვენი მთავარი ამოცანა იქნება პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება და მათთვის ჩვენი შრომის უსაფრთხოების სერვისების გაყიდვა.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციურ კლიენტებთან (კომპანიებთან) სატელეფონო კომუნიკაცია და მათთვის ჩვენი საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება.
  • კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული, ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება.
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა, პირველადი კონტაქტიდან გარიგების წარმატებით დახურვამდე.
  • კომპანიის სერვისების ღირებულების და სარგებლის ეფექტურად კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია B2B ან საკონსულტაციო სერვისების გაყიდვებში).
  • ძლიერი კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები.
  • შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი მოტივაცია.
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და თვითორგანიზებულობა (დისტანციური მუშაობის გათვალისწინებით).
  • შრომისმოყვარეობა და შრომის უსაფრთხოების სფეროს შესწავლის სურვილი.

რას გთავაზობთ:
  • მაღალი საკომისიო: გაყიდული სერვისიდან 30% საკომისიო, რაც გულისხმობს შეუზღუდავ და მაღალ შემოსავლის პოტენციალს წარმატებული გაყიდვების შემთხვევაში.
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი: კომფორტული სამუშაო საათები, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დააბალანსოთ სამსახური და პირადი ცხოვრება.
  • დისტანციური მუშაობა: მუშაობა სახლიდან, რაც გთავაზობთ მაქსიმალურ მოქნილობას და კომფორტს.
  • დასვენების დღეები: შაბათი, კვირა და ოფიციალური უქმე დღეები.
  • კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა დინამიურ და მზარდ სფეროში.
  • მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი.

განაცხადის შეტანის პროცედურა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: info@safetyteam.ge
შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან შეხვედრაზე და გასაუბრებაზე.
ტელ: +995568631369

გისურვებთ წარმატებას!