კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში ვეძებთ საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 27 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
არქიში ვეძებთ საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
- ახალი საერთაშორისო პარტნიორებისა და კლიენტების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება;
- საერთაშორისო ბაზრის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პოპულარიზაციაში ჩართულობა;
- საერთაშორისო პორტფელის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა;
- მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
- პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
- მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
- პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
- მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
- გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
- აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით;
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია რუსულის და ივრითული ენების ცოდნა;
- Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.