სამეურნეო მიმართულების ხელმღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი კლინიკა ჯერარსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
სს ,,ჯერარსი” აცხადებს ვაკანსიას „სამეურნეო მიმართულების ხელმღვანელის“ პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა სს ,,ჯერარსი" (მუხიანის ქ., 2ა);
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 09:00-დან 18:00-მდე.
ანგარიშვალდებული: კლინიკის დირექტორი.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს, ორგანიზაციაში (სასურველია კლინიკაში), სამეურნეო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს: კლინიკის ტერიტორიაზე პერიოდულ შემოვლა-შეფასებას, ტექნიკურ გუნდთან ერთად. მან უნდა შეძლოს საჭიროებების დროული იდენტიფიცირება, რათა კლინიკის შენობა-ნაგებობა და აპარატურა იყოს მოწესრიგებული. ტექნიკური დაზიანების შემთხვევაში დროულად მოახდინოს პრობლემის დაფიქსირება, რაც უზრუნველყოფს კლინიკაში ტექნიკური პროცესების გამართულობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სამეურნეო მიმართულება:
  • კლინიკის შენობების, მოწყობილობებისა და ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რისკების შეფასება და საჭირო სამუშაოების დაგეგმვა;
  • ტექნიკური სარემონტო, გამწმენდითი და სხვა სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;
  • კლინიკის შიდა და გარე ტერიტორიების სანიტარული და ესთეტიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
  • სამედიცინო აირების ქარხნის ტექნიკური მხარდაჭერის მონიტორინგი.
საწყობის მიმართულებით:
  • მარაგების მართვა: მიღების, ინვენტარიზაციის, განაწილებისა და შენახვის პროცესების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • საწყობის მუშაობის ანალიზი და ანგარიშგება ადმინისტრაციასთან.
შესყიდვების მიმართულებით:
  • სამეურნეო და ტექნიკური საჭიროებების იდენტიფიცირება, შესყიდვა და მონიტორინგი.
  • სხვადასხვა მომწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობა.
ადმინისტრაციული და ანგარიშგების ფუნქციები
  • ანგარიშგება კლინიკის დირექტორთან და ფინანსურ მენეჯერთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან მენეჯმენტის სფეროში);
  • მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • საწყობის ან ლოჯისტიკის პროცესების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel,);
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება „სამეურნეო განყოფილების ხელმღვანელი“ ან დარეკეთ ნომერზე - +995 0322 111 112

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი’’-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს’’-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.