ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
MRI ოპერატორი (გადამღები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატზე)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება,
- პრიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო განათლება;
- სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, დაინტერესებულ კანდიდატებს საქმეს ადგილზე შევასწავლით.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის მომზადება გამოკვლევისთვის
- პაციენტის საკვლელ კაბინაში შეყვანა
- ორგანოებისა და სისტემების მრტ ანატომიური და ფიზიოლოგიური სურათის მისაღებად პაციენტისა და მოწყობილობის სწორი პოზიციონირება
- მრტ გამოკვლევის ჩატარება
- პაციენტის და აპარატის უსაფრთხოების წესების დაცვა
- ხელმძღვანელი პირების სხვა სამსახურებრივი დავალებებს შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე:
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივლისი.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (MRI ოპერატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.