დირექტორის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი ბიომარკეტი
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 2000
ენები: რუსული, ქართული
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
კომპანია "ბიომარკეტი" უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა, სოკოვანი ბაქტერიის საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალებები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებელი პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას.

ვაკანსია: დირექტორის ასისტენტი

ვეძებთ დირექტორის ასისტენტი მუდმივი თანამშრომლობისთვის. თუ ფლობთ ქართულ და რუსულ ენებს და გსურთ სტაბილურ კომპანიაში მუშაობა, უნარების დახვეწა და კომპეტენციის ამაღლება, გახდი Biomarket- ის გუნდის წევრი! 

პირობები: 
  • გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი (09:00-17:00)
  • ანაზღაურება:  - 1200-2000 Net 
  • მისამართი: ქ.თბილისი, საბურთალო

სავალდებულო მოთხოვნები:
  • აუცილებელია რუსული და ქართული ენის ცოდნა  (სალაპარაკო, ვერბალური უნარები). 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან მსგავსი მიმართულება);
  • სასურველია 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Office, Google Workspace);

მოვალეობები:
  • წერილობითი და ზეპირი თარგმნა რუსულიდან ქართულზე და ქართულიდან რუსულზე;
  • ონლაინ შეხვედრებსა და კონფერენციებში მონაწილეობა;
  • ვადების და შეკვეთების სტატუსის კონტროლი, ოპერაციულ საკითხებში მხარდაჭერა;
  • საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია სხვადასხვა დეპარტამენტებთან;
  • ანგარიშების, ცხრილების და მონაცემთა ბაზების მომზადება მოთხოვნის მიხედვით;
  • ცალკეულ საკითხებში ხელმძღვანელის ჩანაცვლება მისი არ ყოფნის დროს;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • აქტიურობა და სისწრაფე;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტიანი მართვის და პრიორიტეტების დადგენის უნარი.

ჩვენთან გელოდებათ:
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • fitpass;


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ. ფოსტაზე: recrutergeorgia@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, (დირექტორის ასისტენტი). წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!