ა(ა)იპ - ,,სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ - სამეგრელოს DMO
პოზიცია: აღმასრულებელი დირექტორი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი
ძირითადი ფუნქია-მოვალეობები:
- შეასრულოს წამყვანი როლი სამეგრელოს ტურისტული ბრენდის იდენტობის გადმოცემისა და გამოხატვის კუთხით.
- ზედამხედველობა გაუწიოს აქტივობებს - მარკეტინგის, რეკლამის, კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით და გააუმჯობესოს სამეგრელოს რეგიონის პოზიცია ტურისტულ ბაზარზე და ფართო საზოგადოების წინაშე.
- სამეგრელოს DMO-სთვის ზოგადი მიმართულების, ჩარჩოს, დაფინანსებისა და ბიუჯეტირების უზრუნველყოფა.
- ზედამხედველობა გაუწიოს DMO-ს პერსონალს და იზრუნოს იმ უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რომლებიც ტურისტული პროდუქტის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს.
- შეასრულოს სამეგრელოს DMO-ს ოფიციალური სპიკერის როლი მედიასთან, სამთავრობო უწყებებთან და ტურიზმში ჩართულ ორგანიზაციებთან.
- შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს სამეგრელოს ტურიზმის სექტორსა და ბაზართან დაკავშირებული მონაცემები და მოახდინოს მოკვლევის ინტეგრირება სტრატეგიულ გეგმებთან.
- შექმნას ახალი შესაძლებლობები სამეგრელოში ტურიზმის სექტორის ზრდისთვის.
- ჩამოაყალიბოს მიზნები, ამოცანები და შეფასების სისტემები და წარუდგინოს ისინი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს.
- ჩამოაყალიბოს და დანერგოს მოკლე და გრძელვადიანი ორგანიზაციული მიზნები და ამოცანები სამეგრელოს რეგიონალური DMO-სთვის.
- შეიმუშავოს და წარუდგინოს წლიური ბიუჯეტი სამეგრელოს მეთვალყურეობის საბჭოს; იზრუნოს ბიუჯეტის დამტკიცების უზრუნველყოფაზე.
- მოამზადოს და გააკონტროლოს ბიუჯეტი, შემოსავლის ახალი წყაროები, მიღწეული შედეგები და სხვა მონაცემები საჭიროების შესაბამისად.
- მოამზადოს წლიური აუდიტი სამეგრელოს მეთვალყურეობის საბჭოსთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ტურიზმის მენეჯმენტში, მარკეტინგში, ეკონომიკურ განვითარებაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მონათესავე სფეროში და მინიმუმ სამი (3) წლის (სასურველია) სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სექტორში ან რომელიმე მონათესავე სფეროში.
- უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებიც ფლობენ ცოდნას მოგზაურობის, ტურიზმის განვითარებისა და მარკეტინგის შესახებ.
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით Microsoft Office-ს პროგრამების ცოდნა.
- სავალდებულოა, შეეძლოს დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრთან, მთავრობის წამყვან პირებთან, თემის ლიდერებთან და სექტორის პარტნიორებთან თანამშრომლობა.
- უპირატესობად ჩაითვლება, თუ კანდიდატი ცხოვრობს სამეგრელოში. სხვა შემთხვევაში თანახმა უნდა იყოს, იცხოვროს რეგიონში სრულ განაკვეთზე.
უნარები და კომპეტენციები
- ლიდერული უნარები და ხედვა.
- ორგანიზაციის მისიის განხორციელების მიზნით, სამთავრობო სააგენტოებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის უნარი.
- ბიზნეს შესაძლებლობების აქტიური ძიება და გამოყენება.
- ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები;
- ადამიანების მიტივირების უნარი.
- რამდენიმე დაინტერესებულ მხარესთან კონსენსუსის მიღწევის უნარ-ჩვევები.
- საჯარო გამოსვლის, პრეზენტაციისა და ინტერაქციის უნარ-ჩვევები.
- ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები.
- დაეხმაროს კოლეგებს ინდივიდუალური სამუშაო სტანდარტების მიღწევაში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ განაცხადი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: