29 ივლ - 13 აგვ
სტანდარტი
გაყიდვების წარმომადგენელი
თბილისი, მთაწმინდა, რუსთაველის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო საქონელი და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
    სამომხმარებლო საქონელი და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
შპს პლატანო წარმოადგენს MaxMara Group-ის ბრენდების ოფიციალურ ფრენჩაიზერს საქართველოში. კომპანია ქართულ ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა და მასპინძლობს ისეთ საერთაშორისო მოდის სახლებს, როგორიცაა MaxMara და Marina Rinaldi. შპს პლატანოს მთავარი მიზანია, ქართველ მომხმარებლებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება, თანამედროვე სტილი და იტალიური ელეგანტურობის გამოცდილება.

პლატანო აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენელის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონსულტაციის გაწევა და მომსახურება გაყიდვების ზონაში
  • სალაროსთან მუშაობა, ქეშ დოკუმენტაციის დამუშავება და რეპორტინგი
  • პერსონალური გაყიდვები და მაღაზიის გაყიდვების გეგმაში წვლილის შეტანა
  • მაღაზიის მომხმარებელთა ბაზის მართვა და ჩანაწერების განახლება
  • ბრენდის/ბრენდების პროდუქციის დიაპაზონის სიღრმისეული ცოდნა
  • პროდუქციასთან მუშაობა: საქონლის მიღება და გასაყიდად მომზადება
  • მერჩენდაიზინგი: გაყიდვების ზონისა და ვიტრინების მოწყობის პროცესში მონაწილეობა
  • წესრიგის შენარჩუნება გაყიდვების სივრცეში, საწყობში, საერთო და მომსახურების ზონებში

რას ველით თქვენგან:
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა
  • სტილის გრძნობა და მოდის ინდუსტრიით დაინტერესება
  • მოტივაცია, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, სიზუსტე და მოქნილობა
  • კომუნიკაციის კარგი უნარები
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • საინტერესო და დინამიური მუშაობა პრესტიჟული ბრენდების წარმომადგენელ კომპანიაში
  • ცვლებში სამუშაო გრაფიკი
  • შემოსავალი შედგება ფიქსირებული ნაწილისა და პერსონალური გაყიდვებიდან მიღებული პროცენტისგან, ლიმიტის გარეშე
  • პროფესიონალი გუნდი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე
  • შიდა ტრენინგების პროგრამა
  • უნიფორმა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: maxmara@platano.group
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები