ოფის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ნავთობკომპანია ქონექთი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
Connect/ქონექთი — წარმატებული ქართული ნავთობკომპანია, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია დღეს ფლობს 130-ზე მეტ ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით და ყოველდღიურად ავითარებს პროდუქტებსა და მომსახურებას მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.

ჩვენი გუნდი ისწრაფვის ლიდერობისკენ: ვიყოთ ის ბრენდი, რომელიც განსაზღვრავს სტანდარტს ამ სფეროში.

Connect/ქონექთი აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე, სათაო ოფისში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #8ა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00 სთ;
ანაზღაურება: 1200 (NET).

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შემოსული/გასული წერილების რეესტრის წარმოება;
  • არქივის წარმოებას ელექტრონულად და ფიზიკურად;
  • სოციალურ მედიაში შეტყობინებებზე და კომენტარებზე პასუხი;
  • შიდა შეხვედრების ორგანიზება და ინფორმირება თანამშრომლების;
  • ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება;
  • კომპანიის ოფიციალურ მეილზე შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
  • კოპანიის საოფისე საქმიანობის მართვა;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
  • მეგობრული, მხარდაჭერისა და თანამშრომლობის კულტურაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2025 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!