JBL ამბასადორი

თბილისი სრული განაკვეთი ჯეოტეკ დისტრიბუცია
მივლინება: არა ხელფასი: 1200 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“, მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

საქართველოში JBL-ის მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას JBL ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
  • კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
  • პროდუქციის განლაგება JBL -ის სტანდარტების შესაბამისად;
  • გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
  • ახალი მოდელების შესწავლა;
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (დასაშვებია არასრული განათლება - სტუდენტი);
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
  • ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“ საბურთალო
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: inga@geoteckltd.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: " JBL-ის ამბასადორი