შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბრენდ-მენეჯერის პოზიციაზე(არამედიკამენტების განყოფილებაში).
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნეს ადინისტრირების, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონეზე);
- კომპიუტერული უნარები: MS Windows, MS Excel და Outlook-ის სრულყოფილი ცოდნა.
- კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, მიზანდასახულობა და პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
ძირითადი მოვალეობები:
- უფროსი ბრენდ-მენეჯერისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის მხარდაჭერა ბრენდის განვითარების პროცესში;
- ბრენდის პოზიციონირების და იმიჯის შენარჩუნებაში მონაწილეობა;
- ბაზრის კვლევასა და ანალიზში ჩართულობა;
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
- ციფრული და ტრადიციული მარკეტინგული არხების მართვაში მონაწილეობა (მაგ: სოციალურ მედია, რეკლამა, PR).
- თანამშრომლობა გრაფიკულ დიზაინერებთან, ბეჭდვის კომპანიებთან, მედია სააგენტოებთან და სხვა პარტნიორებთან;
- ახალი პროდუქტის განვითარების პროცესში ჩართულობა (შეფუთვა, ნიმუშები, მახასიათებლები);
- პროდუქტის ასორტიმენტის განახლების პროცესში მონაწილეობა;
- გაყიდვების გუნდისთვის სარეკლამო მასალებისა და საინფორმაციო ბიულეტენების მომზადება;
- შიდა დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:
ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
დიპლომის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15.08.2025 წ.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.