ღამის ცვლის ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
უშიშროება/დაცვა: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი

კომპანია „აგროჰაბი“  აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის ობიექტებზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების ანალიზი;
  • უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების ფიქსაცია და დაარქივება;
  • კომპანიაში დანერგილ პროცედურებში არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა.
  • მოლარედ ან  ადმინისტრატორად  მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირება.
  • პრობლემების დროულად და მშვიდად გადაჭრის უნარი.

 

სასურველია:უმაღლესი განათლება.

სამუშაო გრაფიკი:  სრული


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV  ელ-ფოსტა hr@agrohub.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებას!


მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „აგროჰაბი’’ საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება’

9. შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."