ელექტრო ინჟინერ-პროექტანტი

თბილისი სრული განაკვეთი ელსაიდ ფროჯექთ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ინჟინერია: ელექტროინჟინერია
ელსაიდ ფროჯექთ აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:
ელსაიდ ფროჯექთი წარმოადგენს საინჟინრო-საპროექტო სფეროში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს საქართველოში. ვმუშაობთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ვქმნით ენერგოეფექტურ და უსაფრთხო სისტემებს, ვემსახურებით როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და ინოვაციურ მიდგომებს.

ძირითადი მოვალეობები:
  • შენობა-ნაგებობების ელექტრო სისტემების (დაბალი და საშუალო ძაბვის) პროექტირება;
  • ელ. დანადგარების შერჩევა, დატვირთვის გათვლები და სპეციფიკაციების შედგენა;
  • საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება AutoCAD ან Revit პროგრამებში;
  • მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;
  • კოორდინაცია სხვა დარგის ინჟინრებთან და პროექტის გუნდთან;
  • მონაწილეობა პროექტის ავტორიზაციის პროცესში და ტექნიკურ ზედამხედველობაში.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის ან მსგავს სფეროში;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტირებაში;
  • AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ენერგო და განათების სისტემების გააზრების უნარი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წერისა და წაკითხვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დროის მართვის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • პროფესიული სერთიფიკატები;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციისა და კომუნიკაციის დონეზე.

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად;
  • დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან შეხება;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და ტრენინგები;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@ELSIDE.GE
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!