სუსტი დენების ინჟინერ-პროექტანტი

თბილისი სრული განაკვეთი ელსაიდ ფროჯექთ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ინჟინერია: ელექტროინჟინერია
ელსაიდ ფროჯექთი ერთ-ერთი ლიდერია საინჟინრო-საპროექტო სფეროში საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ვქმნით მაღალეფექტიან, უსაფრთხო და სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, დეტალებზე ორიენტირებულობას და ინოვაციურ მიდგომებს.
ცხადდება ვაკანსია  სუსტი დენების ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • შენობა-ნაგებობების სუსტი დენების სისტემების პროექტირება (ვიდეო მეთვალყურეობა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, დაშვების კონტროლი, ტელეკომუნიკაცია, LAN და სხვა);
  • ტექნიკური დოკუმენტაციის (სქემები, სპეციფიკაციები, განმარტებითი ბარათები) მომზადება AutoCAD ან Revit პროგრამებში;
  • შესაბამისი სტანდარტებისა და ნორმების გათვალისწინება;
  • პროექტის კოორდინაცია სხვა დისციპლინის ინჟინრებთან;
  • აქტიური მონაწილეობა პროექტის ავტორიზაციის პროცესში და მისი განხორციელების ეტაპზე ტექნიკური მხარდაჭერა.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სუსტი დენების სისტემების, ტელეკომუნიკაციების ან ელექტრო ინჟინერიის სფეროში;
  • მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება სუსტი დენების სისტემების პროექტირებაში;
  • AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Revit – ჩაითვლება უპირატესობად);
  • სუსტი დენების სისტემების სტრუქტურული და ფუნქციური გააზრების უნარი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და შედგენის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლიანი მიდგომა.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • პროფესიული სერტიფიკატები ;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური და რუსული) ტექნიკურ და საკომუნიკაციო დონეზე;
  • საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
  • ინოვაციური პროექტები და თანამედროვე სამუშაო გარემო;
  • მუდმივი ტრენინგები და გუნდის მხარდაჭერა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:HR@ELSIDE.GE
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სუსტი დენების ინჟინერ-პროექტანტი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!