დოკუმენტაციის მართვის სპეციალისტი

ფოთი სრული განაკვეთი MGL Georgia
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: არქივარიუსი ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა
MGL GEORGIA აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტაციის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანია: MGL GEORGIA
ადგილმდებარეობა: ფოთი, აღმაშენებლის 50.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (9:00 – 18:00)

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს დოკუმენტაციის და კლიენტთა მომსახურების სერვისის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:
  • სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება (ინვოისების პროგრამაში დაგენერირევა, განწესების აღება , კომერციული დოკუმენტაციის საბაჟოსთვის გამზადება Packing List და სხვ., ტვირთის გაცემის კონტროლი,გადახდის კონტროლი;
  • გადაზიდვების პროცესზე მუდმივი მონიტორინგი და სტატუსების განახლება;
  • კომუნიკაცია მძღოლებთან, კლიენტებთან და პარტნიორ კომპანიებთან;
  • ოპერაციული პროცესების კოორდინაცია – გადაზიდვის ორგანიზება და გრაფიკის დაცვა;
  • სისტემაში ინფორმაციის სწორად შეყვანა და განახლება;
  • პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიკაცია და რეაგირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა!
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (რუსული/სხვა ენები — უპირატესობა);
  • საბუთებთან ზუსტი და ყურადღებიანი მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და მულტიტასკინგის უნარი;
  • MS Office-ს (განსაკუთრებით Excel-ის) და ელ-ფოსტის სამუშაო დონეზე ცოდნა.

რას გთავაზობთ:
  • სტაბილური სამუშაო გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • მეგობრული გუნდი;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: k.okujava@mgl.ge